შრი ლანკა

შრი ლანკის ჯანდაცვის სამინისტრო - ტერაქტებისას არა 359, არამედ 253 ადამიანი დაიღუპა

Reuters

შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შეიცვალა. როგორც აქამდე ცნობილი იყო, ტერაქტების სერიის შედეგად 359 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 253 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, მსხვერპლების რაოდენობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა; გარდაცვლილების დათვლაში შეცდომა და მათი ამოცნობის პროცესში გამოჩენილი სირთულეები.

ტერორისტული თავდასხმები შრი ლანკაში 21 აპრილს მოხდა. პოლიციამ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით 60 ადამიანი დააკავა.

მათ 9 თავდამსხმელიდან რვის ვინაობა დაადგინეს. ყველა მათგანი შრი ლანკელია. მათ შორის ერთი ქალია.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გამოძეიბა ადგილობრივ დაჯგუფებებსა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შორის კავშირს იკვლევს.

კომენტარები