ეკონომიკური ზრდა

აპრილში ეკონომიკური ზრდა 2.1%-მდე შემცირდა

ტაბულა

აპრილში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.1%-მდე შემცირდა, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა. არსებული 2.1%-იანი ზრდა მთავრობის მიერ სამიზნედ განსაზღვრულ 4%-იან ზრდაზე ნაკლებია. 

კონკრეტული თვეების მიხედვით ზრდა ასე გამოიყურება:

  • იანვარი - 5.2%
  • თებერვალი - 4.4%
  • მარტი - 5.3%
  • აპრილი - 2.1%

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა შეამცირეს. მაისამდე მსოფლიო ბანკი ქვეყანაში 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა 11 მაისს გამოქვეყნებული განცხადებით ბანკმა საქართველოს ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირდა, ასევე 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს სავალუტო ფონდიც.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები