აზერბაიჯანის მიერ აფგან მუხთარლის დევნა და მისი კრიტიკული სტატიები

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში პატიმრობა ემუქრება, შევიწროებასა და დევნას ნამდვილად განიცდიდა, რის შესახებაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ ანგარიშშია საუბარი. 

"2009 წლის იანვარში ოპოზიციური გაზეთის, Yeni Musavat-ის ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბაქოში ისრაელის საელჩოსთან აქციას აშუქებდა, როდესაც პოლიციამ ძალადობრივად დაიწყო აქციის დაშლა. მან მრავალჯერ უთხრა პოლიციას, რომ ჟურნალისტი იყო, თუმცა, მას 10 წუთის განმავლობაში 20 პოლიციელი დაესხა თავს, მას შემდეგ, რაც გადაიღო ფოტოები, რომელშიც აღბეჭდილია პოლიციელის მიერ დემონსტრანტის ცემა. ამის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და პოლიციის მანქანისკენ წაიყვანეს. მან მაშინ შეძლო რედაქტორთან დაკავშირება, როდესაც პოლიციამ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მუხთარლის მაჯა ჰქონდა მოტეხილი და მუხლიც დაზიანებული, სასამართლო ექსპერტიზა მხოლოდ 2 კვირის შემდეგ ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება შეწყვიტა მტკიცებულების არქონის მიზეზით, გამოძიების განახლების შესახებ მოთხოვნებზე კი უარით უპასუხეს. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მუხთარლი მომხდარში პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს ადანაშაულებდა, რადგანაც მანამდე მის შესახებ კრიტიკული სტატიები დაწერა.

2009 წლის მაისში პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამ ჟურნალისტს - აფგან მუხთარლის, ელჩინ ჰასანოვსა და ნათიგ ადილოვს პოლიციის დეპარტამენტის წინ, სადაც მიიყვანეს "ყვავილების დღის" აღნიშვნის გამპროტესტებლები. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რადგან აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემიაში დაღუპულების გამო გლოვის ნაცვლად, ხელისუფლება საზეიმო ღონისძიებას მართავდა. სასამართლო პროცესებისას აჩვენეს ვიდეო, სადაც პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებს ურტყამდნენ. დაცვის მხარე ამბობდა, რომ ესენი არ იყვნენ ამ რაიონის პოლიციელები. საბოლოოდ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტების სარჩელი", - წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

2011 წელს აფგან მუხთარლის ნათესავების სახლებში პოლიცია შევიდა. პირველად ისინი მისი ძმის სახლში მივიდნენ, მოუწოდეს, არ დაემალა თავისი ძმა და მათთვის გადაეცა. მოგვიანებით ისინი ჟურნალისტის მამას "ესტუმრნენ" და დაემუქრნენ. მათ უთხრეს, რომ აფგანს ეკრძალებოდა ზაქათალას რაიონში შესვლა და როგორც კი შევიდოდა, დააპატიმრებდნენ. პოლიცია ამბობდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ინსტრუქციებით მოქმედებდნენ. აფგან მუხთარლიმ თქვა, რომ ამ პერიოდში მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ოფისიდანაც ურეკავდნენ.

--

ამის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ და მისმა ცოლმა, ასევე ჟურნალისტმა, ლეილა მუსტაფაევამ ქვეყანა დატოვეს და საქართველოს შეაფარეს თავი. მუსტაფაევა ფიქრობს, რომ აზერბაიჯანს მუხთარლის გადაცემაში საქართველო დაეხმარა, არ დაიცვა ქვეყნიდან გამოქცეული რეპრესირებული ჟურნალისტი და გაწირა.

როგორც მუხთარლის ადვოკატი ყვება, მას საზღვარზე 10 000 ევრო ჩაუდეს და ამის საფუძველზე კონტრაბანდასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. პასპორტი მას თან არ ჰქონდა.

 

დღეს ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობდა, რომ მუხთარლი, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი იყო და არა ჟურნალისტი.

აფგან მუხთარლის რამდენიმე სტატია, რომლებშიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებს

 

აზერბაიჯანი: შეშფოთებები ორ პოლიტიკური პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით

 

აზერბაიჯანი ანტი-გიულენის კამპანიას აგრძელებს - შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ისლამური სასულიერო მოძრაობის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს

 

აზერბაიჯანი: კამპანია Meydan TV-ის წინააღმდეგ გრძელდება (აზერბაიჯანმა მედიის ჟურნალისტებს სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა და მათ ნათესავებს ემუქრებოდნენ)

 

აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების დამცველებისგან ქვეყანას წმენდს

კომენტარები