სასარგებლო რჩევები

ის, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ - 8 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს

მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება რთულია. გაცილებით რთულია, როცა ვერ ვაცნობიერებთ, ზოგიერთი ჩვევა, რამდენად ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის. გთავაზობთ ყოველდღიური ჩვევების სიას, რომელსაც დადებითზე მეტად, ცუდის მოტანა შეუძლია ჩვენთვის. 

დაცემინებისგან თავის შეკავება. როდესაც პირს ვხურავთ, ხოლო ცხვირზე ხელს ვიჭერთ იმისათვის, რომ არ დავაცემინოთ, ჩვენი ქალის შიდა წნევა მნიშვნელოვნად იწევს მაღლა. ტვინისათვის სისხლის მიწოდების პროცესი ფერხდება და ჩვენი სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები იკუმშება. ეს თავს გვატკიებს, აზიანებს სისხლძარღვებს და სმენასთან დაკავშირებითაც გვიქმნის პრობლემებს. არასდროს შეიკავოთ თავი დაცემინებისგან.

 


სუნამოს გამოყენება. სინთეზური ნივთიერებები ხშირად გამოიყენება სუნამოში იმისათვის, რომ უფრო ძლიერი არომატი შექმნან და, ამასთან, ის უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბუნებრივი ზეთები. ეს ნივთიერებები იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევასა და ძილიანობას. ასევე, აზიანებს თვალებს, ყელსა და კანს. აჯობებს, თუ გამოიყენებთ ისეთ სუნამოს, რომელშიც ბუნებრივ ზეთებს იყენებენ. 


ძილის წინ სმარტფონის გამოყენება. ღამით ხელოვნური შუქი ჰორმონ მელატონინის გამოყოფას უშლის ხელს, რაც ჩვენს ორგანიზმში ძილს არეგულირებს. დაბალმა მელატონინმა, შესაძლოა, საბოლოოდ დეპრესია, სიმსივნე, წონაში სწრაფი მატება, გულის დაავადებები და სუსტი იმუნური სისტემა გამოწვიოს. დროული დაძინება სმარტფონის სქროლვის გარეშე ძალიან საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

 



საჭმლის ჭამა პლასტმასის კონტეინერებიდან. ბევრი პლასტმასის სათავსო ხელოვნურ, ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა ფტალატის მჟავა და ბისფენოლი. კონტეინერებში დიდხანს მოთავსებული საჭმლის ჭამამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თქვენს ენდოკრინულ სისტემაზე. აჯობებს, თუ საჭმელს შუშისგან, კერამიკისგან ან უჟანგავი რკინისგან დამზადებულ სათავსოებში შეინახავთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოყვანილ სიმბოლოებსაც. ეს დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია კონტეინერების სწორად გამოყენების შესახებ.  



ჭამის შემდეგ მალევე კბილების გახეხვა. სტომატოლოგები დიდი ხანია გვირჩევენ, რომ კბილები, როგორც მინიმუმ, ჭამიდან 30 წუთში უნდა გავიხეხოთ. თუკი შესაძლებელია, ერთი საათის შემდეგ, უკეთესია. საჭმელი და სასმელი - განსაკუთრებით კი, მაღალი მჟავიანობის შემცველი - ისევე, ახდენენ კბილის ემალზე ეფექტს, როგორც მის შიგნით მოთავსებულ ფენაზე (დენტინზე). თქვენი კბილის ჯაგრისის მოძრაობას მჟავას კბილში უფრო ღრმად, დენტინამდე ახლოს მიჰყავს. საბოლოოდ, ეს კბილებს უფრო სენსიტიურს ხდის და ემალს აზიანებს.


ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება. ჩვენი კანის ზედაპირზე ძალიან დიდი რაოდენობით სასარგებლო ბაქტერიაა მოთავსებული, რომელიც ჩვენს სხეულებს იცავს. თუკი ძალიან ხშირად გამოვიყენებთ ანტიბაქტერიულ საპონს, ჩვენ ხელების სტერილიზებით დავამთავრებთ, რაც გამოიწვევს იმას, რომ ზიანის მომტანი ბაქტერია სხეულში შემოჭრას შეძლებს. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ანტიბაქტერიული საპონი ჭრილობების, ნაკაწრებისა და კანის ატყავებების შემთხვევებში გამოვიყენოთ. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი ხელების დასაბანად კვირაში ორზე მეტჯერ. 


მოტკეცილი ჯინსების ჩაცმა. მიუხედავად იმისა, რომ მოტკეცილი ჯინსები ძალიან მოდურია, ისინი თქვენს კანს მუდმივად შებოჭილ მდგომარეობაში ამყოფებენ. ეს იწვევს დისკომფორტის მუდმივ განცდას, რაც საბოლოოდ ნერვული სისტემის პრობლემებს გიქმნით. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, ჰაერის შემცირებული რაოდენობა, რომელიც თქვენს ფეხებს მიეწოდება, ჩხვლეტასა და ქავილს იწვევს და თქვენს ფეხებს ადუნებს. 


ნატურალური წვენის სმა. ყველამ არ იცის, რომ ნატურალურად დაწურული ხილის წვენი სასარგებლო მხოლოდ ძალიან იშვიათადაა. კონკრეტული დაავადებების დროს, წვენს შეუძლია პრობლემები კიდევ უფრო მეტად გაგირთულოს. მაგალითისთვის, ყურძნის წვენი არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა და დიაბეტი აწუხებს. ამასთან, წვენი ძალიან ძლიერი ალერგენია. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, როცა მას პატარა ბავშვს ასმევთ: დაალევინეთ მათ მხოლოდ მცირე ყლუპები და, თუკი შესაძლებელია, მანამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. 

კომენტარები