ირლანდია

ირლანდიას პირველი გეი პრემიერმინისტრი ეყოლება - ლეო ვარადკარმა გაიმარჯვა

0 კომენტარი
ფოტო: thejournal.ie

ირლანდიის მმართველმა პარტია - Fine Gael-მა ახალ ლიდერად ლეო ვარადკარი აირჩია. ვარადკარი, არჩევის შემდეგ, კათოლიკურ ქვეყანაში, ისტორიაში პირველი გეი პრემიერმინისტრი იქნება.

ასევე, ირლანდიის ისტორიაში, ლეო ვარადკარი ყველაზე ახალგაზრდა იქნება, ვინც პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს. 38 წლის არჩეული პრემიერმინისტრი ინდოელი ემიგრანტის შვილია.

ვარადკარის მეტოქე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ კოვენე იყო. თუმცა, ვარადკარმა მემარჯვენე-ცენტრისტების ხმების უმრავლესობა მიიღო.

ოფიციალურად, პრემიერმინისტრის პოსტზე ვარადკარს ქვეყნის პარლამენტი 13 ივნისს აირჩევს.

ცნობისთვის, 2002 წლიდან 2017 წლამდე ირლანდიის მმართველი პარტია - Fine Gael-ის ლიდერი 66 წლის ენდი კენი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები