საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მეტროსა და ავტობუსში საბანკო პლასტიკური ბარათებით გადახდაც იქნება შესაძლებელი

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში "უფრო უნივერსალური გადახდის სისტემის" დანერგვა იგეგმება. მისი ინფორმაციით, შესაბამისი კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. თბილისის მერის თქმით, ახალი სისტემით, მგზავრობის ღირებულების სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის გამოყენებით გადახდაც იქნება შესაძლებელი. ნარმანია აღნიშნავს, რომ ეს ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოახლეობისთვისაც კომფორტული იქნება.

"გადახდის სისტემა უმჯობესდება, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ახალი, უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი, სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენებით" - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ შესაბამისი განცხადებები თბილისის მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გაკეთდება.

კომენტარები