საზოგადოებრივი ტრანსპორტი

როგორ იმუშავებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სააღდგომოდ

Wikipedia

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. მან იმ ავტობუსების მარშრუტებიც დაასახელა, რომლებიც მოქალაქეებს 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება. 

"აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებას საჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო 24 აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

  • მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს;
  • ძველი და ახალი კუკიის  სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;
  • საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ დელისიდან;
  • ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან;
  • ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ.
  • ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან.  

კომენტარები