ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

ზაალ უდუმაშვილი, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გახდეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, შესაძლოა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს.

ტაბულასთან საუბარში, ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა პარტიის პრესსამსახურში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

როგორც ტაბულას ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის მერობის კანდიდატურაზე მოლაპარაკებები 3 პირთან მიმდინარეობს. მათივე თქმით, დაწვრილებით ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას წარადგენს, მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატი კი ვიცეპრემიერი კახა კალაძე იქნება.

კომენტარები