უკრაინა

კიევში აშშ-ის საელჩოში აფეთქება მოხდა

Reuters

კიევში აშშ-ის საელჩოში აფეთქება მოხდა, უკრაინის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაუდგენელმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთებელი ნივთიერება ისროლა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 

"გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დაუდგენელმა პირმა კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გადააგდო ასაფეთქებელი მოწყობილობა", - ამ ინფორმაციას უკრაინული პოლიცია ავრცელებს.

მომხდარის შესახებ საელჩოს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები