აშშ-საქართველო

თომას მელია: ჯორჯიან მანგანეზის ექსპროპრიაციის პროცესი გაუმჭვირვალე ჩანდა

0 კომენტარი
ფოტო: Caucasus Business Week

თომას მელია ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" ექსპროპრიაციის პროცესი გაუმჭვირვალე და სწრაფი იყო და ამან საქართველოში არსებული სასამართლო სისტემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. 

თომას მელია USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწეა ევროპასა და ევრაზიაში, რომელიც წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

8 ივნისს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, მელიამ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ირაკლი მატკავას, საქართველოში მიმდინარე სადავო სასამართლო საქმეებზე ჰკითხა, როგორიცაა რუსთავი 2-ის, ჯორჯიან მანგანეზისა და ფილიპ მორის ინთერნეიშენალის საქმეები. 

"გასულ თვეში ჯორჯიან მანგანეზის საქმეც მოხვდა სასამართლოში, რომელიც მთლიანად ამერიკის საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და მე მჯერა, რომ ის კერძო სექტორის ერთერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენეილია და ერთერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია საქართველოდან. თუ სწორად გავიგე, ბოლო რამდენიმე კვირაში ეს კომპანია ფაქტობრივად ექსპროპრიირებულია. მისი ხელმძღვანელობა თბილისის სასამართლომ გადააყენა და პროცესი დაჩქარებული და გაუმჭვირვალე ჩანდა,"- განაცხადა თომას მელიამ. 

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეში საერთაშორისო და ბიზნეს საზოგადოებაში შეკითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ "საით მიდის სიტუაცია საქართველოში".

"იმისათვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ისე გაგრძელდეს, როგორც არის, საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მიღწევები და არ უარყოს ისინი,"- აღნიშნა მელიამ.

ირაკლი მატკავამ უპასუხა, რომ ის არ იყო პასუხისმგებელი სხვა მინისტრებისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ. მან ასევე აღიარა, რომ საქართველოში არის პრობლემები და რომ "საქართველოს მთავარობა უფრო ღრმა რეფორმების საჭიროებას აცნობიერებს". მისი თქმით, საერთაშორისო ინვესტორებსა თუ სხვა კომპანიებს, რომლებმაც სამართალი საქართველოში ვერ იპოვეს, შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. 

"მინდა ვთქვა, რომ საქართველო არაფერს მალავს ხალიჩის ქვეშ და ჩვენ ვაცნობიერებთ უფრო ღრმა რეფორმების საჭიროებას და ეს აუცილებლად ასეც იქნება. რაც შეეხება ჩამოთვლილ საქმეებს, ნებისმიერ მათგანს შეუძლია უფრო ღრმად წავიდეს და მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. საქართველო ყოველთვის აღიარებდა ასეთი საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებებს. მათ [რ2, ჯორჯიან მანგანეზი, ფილიპ მორისი] შეუძლიათ იქ იპოვოს სამართალი,"- ამბობს ირაკლი მატკავა. 

8 ივნისს ვაშინგტონში საქართველოს მთავრობამ საქართველოსა და აშშ-ის შორის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავად კონფერენცია გამართა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები