ცხოველების წამება

რუსთავში მამაკაცმა ძაღლი აწამა

Getty Images

რუსთავში მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა. ინტერპრესნიუსის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა ძაღლს მუცლის არეში ჭრილობები ლურსმნიანი ჯოხით მიაყენა. ძაღლის გადარჩენა ვეტერინარებმა ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - მამაკაცი გადაყვანილია დასაკითხად.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები