ყაჩაღობა

ქუთაისში საინკასაციო მანქანა გაიტაცეს

Getty Images

ქუთაისში საინკასაციო მანქანა გაიტაცეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტომობილი უკვე ნაპოვნია. უწყებაში თავდასხმის დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, საინკასაციო მანქანით ფეიბოქსის აპარატიდან ამოღებული თანხა გადაჰქონდათ. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები