საკონსტიტუციო ცვლილებები

ვენეციის კომისია: საბიუჯეტო პროცესში პარლამენტის როლი შეზღუდულია

0 კომენტარი
საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი ფოტო: Spartaky / Wikipedia

საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე პარლამენტის უფლებები საკმაოდ შეზღუდულია. კომისიის შეფასებით, იმის გამო რომ პარლამენტს მთავრობის ნებართვის გარეშე არ შეუძლია ბიუჯეტის პროექტში ცვლილების განხორციელება ეს მისი როლის დაკნინებას იწვევს, ამიტომაც კომისია ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცესში პარლამენტის როლის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. მეტიც, მსგავსი შინაარსის რეკომენდაცია კომისიამ ჯერ კიდევ 2010 წლის კონსტიტუციის პროექტზეც მოამზადა.

ვენეციის კომისიის შეფასება კონსტიტუციის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებზე:

"ვენეციის კომისიამ 2010 წლის კონსტიტუციის დასკვნაშიც მიუთითა, რომ სახელმწიფო ფინანსების განკავრვაში და მთლიანად, საბიუჯეტო პროცესში პარლამენტის როლი საკმაოდ ლიმიტირებული იყო. მხოლოდ მთავრობას აქვს იურიდიული უფლება პარლამენტს საბიუჯეტო ინიციატივით მიმართოს. პარლამენტს საკუთარი გადაწყვეტილებით არ შეუძლია ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტის პროექტში, ამ ცვლილებების შეტანის უფლება მხოლოდ მთავრობას აქვს. მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ პროცესში პარლამენტის როლი გაიზრდება.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში წერია:

"მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მთავრობა მომდევნო საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა.

მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში"

კომისიის შეფასებით, ის რომ პარლამენტის მიერ ბიუჯეტის პროექტში ნებისმიერი ცვლილების შეტანას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა წარმოადგენს პარლამენტის უფლებამოსილების დამატებით შეზღუდვას. კომისია მიუთითებს ჯერ კიდევ 2010 წელს გაცემულ რეკომენდაციაზე გაიზარდოს პარლამენტის როლი საბიუჯეტო პროცესში",- წერია კომისიის დასკვნაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები