უბედური შემთხვევა

ფრანგი ფიტნეს ბლოგერი სიფონის აპარატის აფეთქებამ შეიწირა

ტაბულა

ფრანგი ფიტნეს ბლოგერი რებეკა ბურგერი სიფონის აპარატის აფეთქებამ შეიწირა.

როგორც Facebook-ზე რებეკას ოჯახის წევრები აღწერენ, ფიტნეს ბლოგერს სიფონის აპარატი ხელში აუფეთქდა. მათივე თქმით, ტალღამ რებეკას გულ-მკერდზე დაარტყა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ცნობისთვის, სიფონის აპარატი კრემის დისპანსერია, რომელიც კრემს აქაფებს.

კომენტარები