ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტომობილი ამოტრიალდა, მძღოლი დაშავებულია

Facebook/ Ivane Goliadze

თბილისში რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ავტომობილი ამოტრიალდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

ამოტრიალების შედეგად, ავტომობილის მძღოლი დაშავებულია და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ის ცნობით, დამატებითი დეტალების გასარკვევად მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

კომენტარები