უბედური შემთხვევა

პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე, 123 ადამიანი ემსხვერპლა

FAISAL KAREEM / EPA

პაკისტანში ნავთობით სავსე სატვირთო მანქანის აფეთქებას, სულ მცირე, 123 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდაპირველად, მაღალი სიჩქარითი მიმავალი ტანკერი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ხალხი მის გარშემო ნავთობის შესაგროვებლად შეიკრიბა. ზოგიერთი ცნობით, ადგილობრივებმა ნათესავებსაც შეატყობინეს, რომ სათლებით მოსულიყვნენ. სატვრითო მანქანა სწორედ ამ დრო აალდა.

სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენა ადგილზე მყოფმა მწეველებმა გამოიწვიეს.

გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.

კომენტარები