შსს

პირს, რომელსაც მართვა ჰქონდა აკრძალული ტრაქტორის მართვისთვის ბრალი წაუყენეს

mechanization.ge

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის მაცხოვრებელ 38 წლის რამაზ ჩხიკვაძეს პოლიციამ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩიელბლობისთვის წაუყენა ბრალი. შსს-ს ინფორმაციით ჩხიკვაძეს ნარკოდანაშაულის გამო სასამართლომ 5 წლით აუკრძალა მართვის უფლება, მან კი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრაქტორის მართვით დაარღვია.

"ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ 260-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, შეუჩერა 5 წლის ვადით სასამართლომ მას მართვის უფლება. იმიტომ რომ ეს ადამიანი არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მაინც მართავდა საჭეს შსს-მა მას ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს განაჩენის ან სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების შეუსრულებლობას", - განუცხადეს ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში. 

381-ე მუხლის დარღვევისთვის არსებული სანქციებია: ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180-240 საათი ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე. 

კომენტარები