შსს

საქართველოში გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს. 

"თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის, "ბათუმის აეროპორტის", თანამშრომლების მიერ ერთობლივი ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს,"- წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1, მე-3 და 29-ე მუხლების დარღვევა, რაც ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას. 

შსს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.ნ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები