ადამიანით ვაჭრობა

სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქეს ადამიანით ვაჭრობისთვის 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქალთა მიმართ ძალადობა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე რ.ა-ს ადამიანით ვაჭრობისთვის 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა უზბეკეთიდან საქართველოში ორი პირი მოტყუებით ჩამოიყვანა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. მანვე, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით, შანტაჟითა და იძულებით მოახდინა გადაბირება, განახორციელა მათი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა.

"ვინაიდან, რ.ა. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სასამართლომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები