ეკოლოგია

მაკრონის მთავრობა 2040 წლისთვის ბენზინის და დიზელის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

Reuters

საფრანგეთი 2040 წლისთვის ქვეყანაში შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ახლადარჩეულა ეკოლოგიის მინისტრმა ნიკოლა ულომ განაცხადა. 

ემანუელ მაკრონის მთავრობა უკვე 2050 წლისთვის საფრანგეთის "კარბონ-ნეიტრალურ" ქვეყნად ქცევას გეგმავს, რის გამოც არსებული სტრატეგიით 2040 წელს შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. 

შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვასთან ერთად ულოს თქმით, ნახშირის თბოსადგურებიც აიკრძალება. 2022 წლისთვის საფრანგეთი ნახშირის თბოსადგურების დახურვას გეგმავს. ქვეყნის ელექტროენერგიის 5% ნახშირიდან მიიღება.

შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების ეტაპობრივ აკრძალვას გერმანია და ნიდერლანდებიც გეგმავენ. 

კომენტარები