ფეხბურთი

ჩეხეთი-საქართველოს მატჩზე ქართველმა გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან ბოთლები ისროლეს

Facebook/ Salome Barker

ჩეხეთი-საქართველოს მატჩზე ქართველმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს, რის შედეგადაც, თამაში რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორის ცნობით, ბოთლი, სავარაუდოდ, მსაჯს მოხვდა. 

გულშემატკივრებმა ბოთლების სროლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჩეხეთმა საქართველოს მეორე გოლი გაუტანა. 

დღევანდელი შეკრებით გადაწყდება, თუ ვინ ითამაშებს ევროპის 19 წლამდე საფეხბურთა ნაკრების ნახევარფინალში. საქართველოსა და ჩეხეთს ამ დროისთვის თანაბარი 3-3 ქულა აქვთ. 

კომენტარები