კრიმინალი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, დაზარალებული მძღოლი ამბობს, რომ თავდამსხმელმა მას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. მოთხოვნას მძღოლი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც, თავდამსხმელმა თავად სცადა საჭის მართვა. ამის გამო, მძღოლმა მართვა დაკარგა, ბორდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს, სამარშრუტო ტაქსიში მძღოლის გარდა, ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 178 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას ნიშნავს.

კომენტარები