კრიმინალი

შსს: GOLD-STAR-2002-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 1 მჭიდი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა, 1991 წელს დაბადებული რ.ი.-ს  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, GOLD-STAR-2002-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 1 მჭიდი ამოიღეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შს სამინისტროსვე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები