ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

2.5 კგ ოქროს ნაკეთობების საზღვარზე გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს გადატანის მცდელობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა.  ავტომანქანაში მოწყობილი  სამალავებიდან, ამოღებულია ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება  148 000 ლარს შეადგენს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები