სირიის კრიზისი

ევროკავშირის საბჭო 16 სირიელ მეცნიერსა და სამხედროს სანქციებს დაუწესებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ევროკავშირის საბჭო 16 სირიელ მეცნიერსა და სამხედროს, რომლებსაც შესაძლოა სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევებთან კავშირი ჰქონდეთ, სანქციებს დაუწესებს. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ევროკავშირის საბჭო ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. 

"დღეს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდება, რომ 16 სირიელ მეცნიერსა და სამხედროს სანქციები დაუწესდება. მათი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული იქნება, ხოლო ევროპაში განთავსებული საბანკო აქტივები გაიყინება. ეს ეხება როგორც სამხედრო, ასევე ტექნიკურ პერსონალს", - თქვა ბორის ჯონსონმა. 

აღსანიშნავია, რომ ასადის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას ამ დრომდე უარყოფს და აცხადებს, რომ ამ თავდასხმების უკან ტერორისტული ორგანიზაციები იდგნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

2.5 კგ ოქროს ნაკეთობების საზღვარზე გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

კომენტარები