18 ივლისს, თბილისის ცხრა რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Reuters

18 ივლისს, დღის განმავლობაში, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანია შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის დასახლების, ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ბარათაშვილის, სანაპიროს, ხაზინის, ნიშნიანიძის, ვეკუას და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის, დიდი ხეივნის, სირაძის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის და ძმები კაკაბაძეების ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სანერგეს, ცინცაძის, ნიკო მარის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, გიორგი სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის, პანკისის, ბზვანელის, ტეხურის, ნატახტარის, ანდღულაძის, ქარელის, წინაუბნის, ბაკურციხის, იყალთოს და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00-დან 15:00-მდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: იალბუზის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან სათიდან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10:00-დან 12:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IIIბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13:00-დან 15:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, ქერჩის, ხიზაბავრის,თიანეთის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის და შროშის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები