უბედური შემთხვევა

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

metro.us

თელავში 30 წლამდე მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ალაზნის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები