შსს

შსს: აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, რის შედეგადაც სოფელ სარფში 1977 წელს დაბადებული რ.დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პირის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 87 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,688692 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. 

გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას. 

კომენტარები