პატრიოტთა ალიანსი

ვანო ჯავახიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ემზარ კვიციანი გამოკითხვაზე დაიბარეს

ტაბულა

პატრიოტთა ალიასის დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოკითხვაზე დაიბარეს. გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განმარტებით, კვიციანს უწყება უკვე ჩააბარეს. საქმე ეხება პატრიოტთა ალიანსის წევრის Facebook-ის პოსტს, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის წამყვანის ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმება. 

"ემზარ კვიციანი დაბარებულია გამოსაკითხად, რათა გავერკვეთ, რა ინფორმაციაზე საუბრობს ის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მის განცხადებაში საუბარია ადამიანის შესაძლო ხელყოფაზე და ჩვენ აუცილებლად გავერკვევით ძალიან დეტალურად და ძალიან სწრაფად," - ამბობს შოთაძე.

ემზარ კვიციანმა ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის შესახებ ვარაუდი გუშინ გამოაქვეყნა. დღეს კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ჯავახიშვილს აღარაფერი ემუქრება, რადგან მან "წინასწარი ანალიტიკური პრევენცია" მოახდინა.

კომენტარები