ემზარ კვიციანი

ვანო ჯავახიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წამყვანი ვანო ჯავახიშვილი ადვოკატთან ერთად პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. ის გამოკითხვაზე დაიბარეს. 

ვანო ჯავახიშვილის თქმით, გამოკითხვა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ემზარ კვიციანის Facebook პოსტის გამო ხდება, რომელშიც საუბარია, ვანო ჯავახიშვილის სავარაუდო მკვლელობაზე.

კვიციანი გამოკითხვაზე თავადაც დაიბარეს.  

"ემზარ კვიციანი დაბარებულია გამოსაკითხად, რათა გავერკვეთ, რა ინფორმაციაზე საუბრობს ის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მის განცხადებაში საუბარია ადამიანის შესაძლო ხელყოფაზე და ჩვენ აუცილებლად გავერკვევით ძალიან დეტალურად და ძალიან სწრაფად," - თქვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

ემზარ კვიციანმა ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის შესახებ ვარაუდი გუშინ გამოაქვეყნა. დღეს კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ჯავახიშვილს აღარაფერი ემუქრება, რადგან მან "წინასწარი ანალიტიკური პრევენცია" მოახდინა.

კომენტარები