კრიმინალი

მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის მოქალაქე დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებაში დამნაშავედ სცნო. სასამართლომ ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა, უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

სამართალდამცველებმა ჰ.ქ. ბრალდებულის სახით 2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები