ე.წ. ქართველთა მარში

წილოსანი: ევროპული საქართველო ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებსა და ქმედებებში

იმედი

ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი ე.წ. ქართველთა მარშის საწინააღმდეგო ხვალინდელი აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს, თავიანთ განცხადებებსა და ქმედებებში ფრთხილები იყვნენ. როგორც ცნობილია, აღმაშენებლის გამზირზე აქციას მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო მართავს.

"ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს მძაფრი რეაქციები კონკრეტულ აქციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სავსებით ლოგიკურია. ამასთანავე, მინდა, აქციის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ხვალინდელი აქციის ორგანიზატორებს, მივმართო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ თავიანთ განცხადებებსა და ქმედებებში, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს არადემოკრატიული პროცესების პროვოცირება და საზოგადოებაში აგრესიის გაღვივება", - ამბობს წილოსანი "იმედის" ეთერში.

ევროპული საქართველო აქციას ხვალ, 20:00 საათზე მართავს. აღმაშენებლის გამზირზე კონტრაქციას გეგმავენ ე.წ. ქართული მარშის მონაწილეები.

კომენტარები