პროსტიტუცია

"გირჩი" საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს. გირჩი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში უახლოეს პერიოდში შეიტანს.

"ვაყენებთ საკითხს პროსტიტუციის ლეგალიზაციის შესახებ, მიგვაჩნია, რომ ამ საქმიანობის არც ერთი კომპონენტი არ უნდა იყოს დასჯადი, არც სისხლის და არც ადმინისტრაციული სამართლის წესით, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქურდებს, მკვლელებს, მოძალადეებს და არა სექსმუშაკებს, გირჩი იწყენს ბრძოლას პროსტიტუციის ლეგალიზაციისთვის" - თქვა დღევანდელ ბრიფინგზე "გირჩის" ერთერთმა დამფუძნებელმა ნათია კალაძემ.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროსტიტუცია ისჯება გაფრთხილებით ან დაჯარიმებით შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად კი, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

კომენტარები