კომუნიკაციები

მობილურების იმპორტი 41%-ით გაიზარდა და მან $91 მილიონს მიაღწია

apple

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სარეალიზაციოდ სულ $91.5 მილიონი დოლარის ღირებულების მობილურები შემოვიდა, ამის შესახებ საქტსტატის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მობილურების (მათ შორის სმარტფონების) იმპორტი 41%-ით არის გაზრდილი. ბრენდების მიხედვით წელს ქვეყანაში შემოტანილი მობილურების ზუსტი სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში ყველაზე მეტად Samsung-ის მობილურებია გავრცელებული.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბრენდების რეიტინგი:

  1. Samsung - 28.1%
  2. Nokia/microsoft - 25.1%
  3. Apple - 9.2%
  4. Huawei - 7.7%
  5. Lenovo - 4.8%
  6. Quectel - 3.4%
  7. TCT - 2.5%
  8. Sony/Erricson - 2.4%
  9. LG - 1.7%
  10. HTC - 1.5%
  11. სხვა - 13.6%

ქვეყანაში არსებულ მობილურ ოპერატორებში 5.5 მილიონი ნომერი (აბონენტი) რეგისტრირებული, რაც ერთ მოსახლეზე 1.48 ნომერს ნიშნავს.  

კომენტარები