NDI-ის კვლევა

NDI: 36% - ხმის მიცემისას, მნიშვნელოვან გავლენას მრევლის და მღვდლის შეხედულება ახდენს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულთა 36%-სთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მღვდლის და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები.

32%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას პოპულარული ადამიანების შეხედულებები ახდენს, 24%-ზე - დამსაქმებლის და თანამშრომლებნის პოლიტიკური შეხედულებები, ხოლო 47%-ზე - ახლობლების შეხედულებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები