ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბრანჯელინა

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან დაშორების საკუთარ ისტორიას ყვება [ფოტოგალერეა]

ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2017 - 12:58
tbl.ge/2fd5
დაკოპირდა
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair
Mert Alas, Marcus Piggott / Vanity Fair

GQ Style-თან ბრედ პიტის გულახდილი ინტერვიუს შემდეგ მაისში, ანჯელინა ჯოლის დრო დადგა, რომ დაშორების თავისი ისტორია მოგვიყვეს. 

Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც სექტემბერში გამოვა, ცნობილი მსახიობი პირველად ალაპარაკდა ბრედ პიტთან დაშორებაზე, თავის ცხოვრებაზე, მარტოხელა დედობაზე და მამაცი ქალის იმიჯის მორგებაზე. 

"მე ძალიან ვღელავდი დედაჩემზე. არ მინდა, რომ ჩემი შვილები ჩემზე ნერვიულობდნენ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იტირო სააბაზანოში და არა მათ თვალწინ. მათ სჭირდებათ იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამაში დარწმუნებული არ იყოთ,"- ყვება ანჯელინა ჯოლი. 

ანჯელინა ჯოლის თქმით, მისი და ბრედ პიტის გლამურული, სკანდალური და გადატვირთული ცხოვრების სტილი არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი. 

"ჩვენი ცხოვრების სტილი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ნეგატიური. ეს არ იყო პრობლემა. ეს არის და იქნება ერთერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა, რომელსაც შვილებს მივცემთ. 6, ძალიან ძლიერი ხასიათის, გონიერი ინდივიდები არიან და მათით ძალიან ვამაყობ,"- ამბობს ჯოლი. 

ბრედ პიტთან მის ამჟამინდელ ურთიერთობაზე კი ამბობს, რომ მათ საერთო მიზანი აქვთ.

"ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთსა და ჩვენს ოჯაზე და ჩვენ ორივეს ერთი მიზანი გვაქვს". 

ინტერვიუში ჯოლი აღიარებს, რომ 2016 წლის ზაფხულში ყველაფერი "ცუდად იყო", შემდეგ კი საკუთარ ნათქვამს ასწორებს. 

"ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა... ყველაფერი 'გართულდა',"- ამბობს ის. 

ინტერვიუ ლოს ანჯელესში, ანჯელინა ჯოლის ახალ სახლში ჩაიწერა, რომელიც მან ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ შეიძინა. ჯოლისთვის ეს სახლი დაშორების შემდეგ პირველი მუდმივი საცხოვრებელია. მისი თქმით, ახალი სახლი მასა და მის შვილებს ტრავმისგან განკურნებაში ძალიან ეხმარება. 

"ბავშვები ძალიან მამაცები გამოდგნენ. ისინი ძალიან მამაცები გამოდგნენ... ჩვენ ყველა ვცდილობთ თავის განკურნებას ამ ამბის შემდეგ. ისინი დაშორებისგან კი არ ცდილობენ თავის განკურნებას, არამედ ცხოვრებისგან, ცხოვრების სირთულეებისგან,"- ამბობს ჯოლი.

ინტერვიუში ანჯელინა ჯოლი საკუთარ მამაზე, ცნობილ მსახიობ ჯონ ვოიტსზეც საუბრობს.

"მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ბავშვებს ასეთ დროს გვერდით ბაბუა სჭირდებოდათ. მან იცის მთავარი წესი: არ მისცე უფლება, გეთამაშონ. უბრალოდ, იყავი მაგარი ბაბუა, რომელიც კრეატიულია და მათთან ერთად სეირნობს და უყვება სხვადასხვა ამბავს და უკითხავს წიგნებს ბიბლიოთეკაში".

ჯოლის თქმით, დაშორებით გამოწვეულ ტრავმას ის დიასახლისობით უმკლავდებოდა. ის ამბობს, რომ ცდილობდა ყოფილიყო რიგითი ამერიკელი დედა. 

"კარგად გახდომას 9 თვის განმავლობაში ვცდილობდი და ამას დიასახლისობით ვაკეთებდი, ვიღებდი ძაღლის განავალს, ვრეცხავდი ჭურჭელს და ბავშვებს ძილისწინ ზღაპრებს ვუკითხავდი. და მე მართლა კარგად გავხდი. უბრალოდ, მინდა, რომ კარგი საუზმე გავაკეთო და სახლს მოვუარო. ეს არის ჩემი მოწოდება. როცა დასაძინებლად მივდივარ, ვფიქრობ, ვიყავი თუ არა დღეს ძალიან მაგარი დედა თუ ეს ჩვეულებრივი დღე იყო?"

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ჯოლი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახლა მთავარი პრიორიტეტი შვილებისთვის დროის მაქსიმუმის დათმობაა და ყოველდღიურად იმაში დარწმუნება, რომ ისინი მართლა კარგად არიან. 

"ახლა თავს უფრო მეტად ვგრძნობ ქალად, ვიდრე ადრე, რადგან საკუთარი გადაწყვეტილებები ჭკვიანურად მიმაჩნია. ოჯახს პირველ ადგილას ვაყენებ და მუდმივად ვაკონტროლებ საკუთარ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ქალს სრულყოფილად აქცევს".


შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორების შესახებ ცნობილი გასული წლის 19 სექტემბერს გახდა. განქორწინებისთვის საბუთები ჯოლიმ შეიტანა და მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "ოჯახის კეთილდღეობის" გამო მიიღო.

ანჯელინა ჯოლიბრედ პიტიბრანჯელინა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 4 მაისი, 2017 - 17:43ბრედ პიტის პირველი ინტერვიუ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ [ფოტო გალერეა]

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:13

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:08

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 00:14

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე

კიევთან შეთანხმების შემდეგ უნგრეთი EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესს აღარ შეაფერხებს
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 00:04

კიევთან შეთანხმების შემდეგ უნგრეთი EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესს აღარ შეაფერხებს

ძველ თბილისში, აბანოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 23:24

ძველ თბილისში, აბანოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსულ ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში