მიხეილ სააკაშვილი

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

rbc.ua

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთა აქციაზე, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციასთან მისასვლელი ქუჩის გადაკეტვა გახდა. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საინიციატივო ჯგუფი შეუშვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლამდე, დემონსტრანტები მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას მაიდანზე აპროტესტებდნენ.

კომენტარები