მიხეილ სააკაშვილი

აუშტრევიჩიუსი სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მიცემის ინიციატივით გამოდის

EPA

ლიტვური მედიის ცნობით, ლიტველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუშტრევიჩიუსი საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ბინადრობის უფლების, მოგვიანებით კი ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინციატივით გამოვიდა.

"პირველ რიგში, სააკაშვილმა ბინადრობის უფლება უნდა მიიღოს ჩვენს ქვეყანაში. მან უნდა დაარსოს პოლიტიკურ-ანალიტიკური კონსულტაციის ორგანიზაცია ლიტვაში, რის შემდეგაც მას ევროპაში მუშაობის საშუალება ექნება. ლიტვის მოქალაქეობა რთულად მოსაპოვებელია და მას კანონი მკაცრად აკონტროლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი მის საკითხს განიხილავს", - ამბობს აუშტრევიჩიუსი.

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ცნობა პოროშენკოს ადმინისტრაციამ გუშინ დაადასტურა.

კომენტარები