მიხეილ სააკაშვილი

პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დაადასტურა

www.rferl.org

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ოფიციალურად დაადატურა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა, მოქალაქეობის საკითხების შესახებ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოართვა.

"სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარდგენით, რომელმაც უტყუარი ფაქტები წარადგინა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასწორი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, მოქალაქეობის საკითხის შესახებ კომისიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული განკარგულება არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები