ენტონი სკარამუჩის თანამდებობა

10 ხუმრობა 10-დღიან თანამდებობაზე

გუშინ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კომუნიკაციების ახალი დირექტორი ენტონი სკარამუჩი გაათავისუფლა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ 10 დღის მანძილზე მუშაობდა.

ახალი ამბის გამო, სკარამუჩი სოციალურ მედიაში არაერთხი ხუმრობის ადრესატი გახდა. 

გთავაზობთ იმდენივე ხუმრობას სკარამუჩის თანამდებობიდან გადაყენებაზე, რამდენი დღის მანძილზეც ის კომუნიკაციების დირექტორის პოსტს იკავებდა. 

10. @Scaramucci თავი მაღლა აწიე! ძალიან ბევრს მიაღწიე შენს პირველ 100 წამში.

9. ამ ამბის შემდეგ, კიმ კარდაშიანისა და კრის ჰამფრის ქორწინება უფრო ხანგრძლივი ჩანს
[მსახიობ კიმ კარდაშიანისა და NBA-ის კალათბურთელ კრის ჰამფრის ქორწინება 72 დღე გაგრძელდა]

8. როგორ დავკარგოთ ბიჭი 10 დღეში? [პოპულარული ფილმის შეცვლილი პოსტერი]

Box office results are in! The #1 comedy in America!

A post shared by Kate Hudson (@katehudson) on

7. 

6. ენტონი სკარამუჩის ბოლო 10 დღე
  - ტრამპმა დანიშნა თანამდებობაზე თეთრ სახლში
 - გაყიდა კომპანია 
 - შვილის დაბადებას ვერ დაესწრო
 - ცოლმა განქორწინება მოსთხოვა 

5. მშვიდობით განესვენე, ენტონი სკარამუჩი, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორო
გვიანი ივლისი, 2017 - ცოტათი უფრო გვიანი ივლისი, 2017 

4. "ყველას გავათავისუფლებ" - სკარამუჩი 5 დღის წინ

3. მგონი, სკარამუჩის დასამშვიდობებელი ბრიფინგის მოწყობის უფლება უნდა მისცენ, არა?

2. თუკი სკარამუჩის დანიშვნის დღეს იყიდეთ პური, არ ინერვიულოთ - ჯერ კიდევ ახალია

1. 1 კვირაში სკარამუჩიმ დაკარგა სამსახური და ცოლი. აი, რა ხდება, როცა ტრამპს ენდობი! 

კომენტარები