თეთრი სახლი

10-დღიანი მუშაობის შემდეგ ტრამპმა ენტონი სკარამუჩი გაათავისუფლა

Reuters

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კომუნიკაციების ახალი დირექტორი ენტონი სკარამუჩი გაათავისუფლა. სკარამუჩი აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ 10 დღის მანძილზე მუშაობდა. 

სკარამუჩიმ პოსტზე ყოფნის პერიოდში თეთრი სახლის უმაღლესი თანამდებობის პირებზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება მოასწრო. New-Yorker-ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში, რომელიც თეთრი სახლიდან გაჟონილ ინფორმაციას ეხებოდა თეთრი სახლის მთავარ სტრატეგისტ სტივ ბანონზე განაცხადა:

"მე სტივ ბანონი არ ვარ, მე არ ვცდილობ გავლოკო საკუთარი პ****ი"

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსზე რენს პრიბუსზე კი განაცხადა:

"ეს დ**********ი რენს პრიბუსი პარანოიდი და შიზოფრენიკია"

ფინანსისტი და ინვესტორი ენტონი სკარამუჩი თეთრ სახლში გადასვლამდე უოლ სტრიტზე მუშაობდა. სკარამუჩიმ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტის დაკავების შემდეგ Fox-ის ეთერში განაცხადა:

"ის რაც ვაშინგტონზე არ მომწონს არის ის რომ ხალხი არ გაგრძნობინებს იმას თუ რას ფიქრობენ შენზე სინამდვილეში. ისინი თავს თითქოს კეთილგანწყობილად გაჩვენებენ, თუმცა როგორც კი მიბრუნდები ზურგში მაჩეტეს გაგირჭობენ. მე ეს არ მომწონს, მე უოლ სტრიტიდან ვარ და მე ზურგში იარაღს არავის არ ჩავარტყამ, მე მათ პირდაპირ დავჭრი. მე მირჩევნია ადამიანებს სათქმელი გულახდილად, პირდაპირ ვუთრხა."

სკარამუჩის წინამორბედმა შონ სპაისერმა თანამდებობა 22 ივლისს დატოვა. 

ცნობებს თითქოს თეთრ სახლში ქაოსია დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ Twitter-ით უპასუხა:

"საფონდო ბირჟა ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობა 17 წელია ასეთი დაბალი არ ყოფილა, ხელფასები იზრდება, საზღვრები დაცეულია და ასე შემდეგ. არ არის თეთრ სახლში ქაოსი!"

კომენტარები