თეთრი სახლი

ჯო ბაიდენის ძაღლი თეთრ სახლში აღარ იცხოვრებს

ჯო და ჯილ ბაიდენების ძაღლი სახელად კომანდერი თეთრი სახლიდან გაასახლეს. ამბავს აშშ-ს პირველი ლედის ჯილ ბაიდენის კომუნიკაციების დირექტორი ელიზაბეტ ალექსანდერი ადასტურებს.

ორი წლის გერმანულმა ნაგაზმა სექტემბრის ბოლოს საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი დაკბინა. ეს რიგით მე-11 შემთხვევა იყო.

შინაური ცხოველები, რომლებიც თეთრ სახლში ცხოვრობდნენ

ალექსანდერის თქმით პრეზიდენტი და პირველი ლედი "ზრუნავენ თეთრ სახლში მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებაზე".

ბაიდენების მეორე ძაღლმა სახელად მეიჯორმა თეთრ სახლში გადასვლისთანავე დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაკბინა. მეიჯორიც დღეს აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციაში აღარ ცხოვრობს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის თქმით ცხოველების აგრესია იმ დიდი სტრესის შედეგია, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრებას ახლავს. ჟან-პიერის აზრს იზიარებს კინოლოგების ნაწილი.

კომენტარები