თეთრი სახლი

თეთრი სახლი ჟურნალისტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთები აღარ მოიპარონ

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ.

გამოცემა BBC-ის ცნობით, პირველ ბორტზე (Air Force One) ჩატარებული ინვენტარიზაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკარგულია ბრენდირებული ბალიშის პირები, სათვალე და მოოქროვილი თეფშები - ისინი სავარაუდოდ მოპარულია. 

მსგავსი პრეცედენტის შემდეგ, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ სპეციალური წერილით მიმართა ჟურნალისტებს, რომ ნივთების წაღება აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან დაუშვებელია და აღნიშნული ცუდად აისახება იმ ჟურნალისტებზე, ვისაც თეთრი სახლისგან აკრედიტაცია აქვთ მინიჭებული. 

კომენტარები