ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთში სამხედრო საწყობი აფეთქდა, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი

sputnik

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკოესთან (არსაულთან) სამხედრო საწყობი აფეთქდა.

რუსული BBC-ის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 19 რუსეთის მოქალაქეა. 30-მდე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე ინფორმაციით, მიმდინარეობს სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია.

მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ადგილზე შესაბამის უწყებებთან ერთად რუსი სამხედროებიც მუშაობენ, თუმცა აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

სპუტნიკი წერს, რომ აფეთქებების სიხშირემ მოიკლო, თუმცა ისინი კვლავ ძლიერია.

გადაკეტილია სოხუმი-ფსოუს გზა, რადგან არის საფრთხე, რომ ავტომობილებს იმ ჭურვების ნასხლეტები მოხვდეს, რომლებიც საწყობში ფეთქდება.

 

კომენტარები