მაღალი ტემპერატურა

ევროპაში ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს

Reuters

ევროპაში, კერძოდ კი პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიაში, ბალკანეთსა და რუმინეთში სიცხე 45 გრადუსს აღწევს. 

ამ ქვეყნებში მოსახლეობას მოუწოდეს, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მზეზე სიარულს და მიიღონ დიდი ოდენობით წყალი. 

რომში 43 გრადუსია, BBC-ის ცნობით, იტალიაში ჩვეულებრივთან შედარებით დაახლოებით 7-10 გრადუსით უფრო მაღალი სიცხეებია. 

სიცხეს რუმინეთსა და პოლონეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები