ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

უკრაინაში კოხტა კოდუა დააკავეს, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინაში შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ე.წ კასრების საქმეზე მსჯავრდებული კოხტა კოდუა დააკავეს. უკრაინის სასამართლომ კოდუას აღკვეთის ღონისძიებად 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

"კოხტა კოდუა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრისა და 18 მარტის განაჩენთა აღსრულების მიზნით. 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. 

სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე კი, 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კ.კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. ამავე განაჩენით, კ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები