ხანძარი

ირაკლი კობახიძე: ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დროისთვის შეუძლებელია საუბარი

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

"ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დროისთვის შეუძლებელია საუბარი. ბუნებრივია ხვალიდან შესაბამისი უწყებები დაიწყებენ მიზეზების ძიებას", - ამბობს მთაწმინდაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე რუსთავი 2-ის ეთერში.

ამ დროისთვის მთაწმინდის ფერდობზე არსებული ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძროს 70-მდე თანამშრომლები, რომლებიც ხანძრის მცირე კერებს აქრობენ.

თბილისის მერის თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენების ჩართვა არ მოხდება, რადგანაც "ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო."

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია 2 ჰეტარის ფართობის მწვანე ნარგავები.

შსს-ში ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნოვთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები