დავით ნარმანია

ნარმანია ადასტურებს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე განიხილება

თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია ოქტომბერში თანამდებობას დატოვებს. მოქმედი მერი ინტერპრესნიუსთან საუბარში ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა გენერალური აუდიტორის პოსტზე განიხილება.

"მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დავასრულებ მოღვაწეობას თბილისის მერის რანგში, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. დაველოდოთ, მანამდე არ ვიჩქაროთ", - ამბობს ნარმანია.

24 ივლისს კი ნარმანიამ განაცხადა - "მოვა დრო და ვიქნები იქ, სადაც ვიქნები."

ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

კომენტარები