რუსული ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართები გააბეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართები გააბეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებად აფასებს.

"ვადასტურებთ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში," - აცხადებს სუს-ი.

სოფელ ხურჩის გამგებლის წარმომადგენლის ბადრი ხუჯგუას თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას „ფაქტობრივად, წაართვეს 4 ჰექტრამდე მიწა".

"ერთი პერიოდი შეჩერდა [მავთულხლართების გავლება] და ისიც კი ეგონათ ხურჩელებს, იქნება გადაიფიქრესო, კონტაქტზე უნდოდათ გასვლა რუსებთან და გუშინ უკვე შემატყობინეს ადგილობრივებმა, რომ მავთულხლართები გააბეს უკვე ბოძებზე და ფაქტობრივად, დაასრულეს ბორდერიზაციის პროცესი“ - თქვა ხუჯგუამ რუსთავი 2-ის ცნობით.

კომენტარები