ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალაში დაკავებული ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალაში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. უწყების ცნობით, პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს ნარკოტიკების გაყიდვის ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერსაც ავრცელებს.

1989 წელს დაბადებული ნ.ჯაფაროვი და 1976 წელს დაბადებული მ.ჯაფაროვი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში გუშინ დააკავეს.

დაკავებულების ოჯახის წევრების მტკიცებით, ბრალდება უსაფუძვლოა და სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს.

კომენტარები